9-03-2022
სურსათის ეროვნული სააგენტო, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლების დაცვის სახელმწიფო სამსახურის (SSUFSCP) წერილობითი მომართვის საფუძველზე, უკრაინელ კოლეგებს სასურსათო პროდუქტებით ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს უკრაინელ კოლეგებთან.
პროდუქტების მობილიზების მიზნით, ჰუმანიტარული ტვირთის მიმღები პუნქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი N6) გაიხსნება. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვებიან როგორც სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ქართული კომპანიები, რომლებიც აქციაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ.
16-11-2024
16-11-2024