10-03-2022
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქალაქ ლანჩხუთში, მდინარე ორაგვისღელის მიმდებარე ტერიტორიაზე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.
დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
16-11-2024
16-11-2024