10-03-2022
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების და ნაციონალურ მოძრაობას გეგმა ამჯერადაც ჩაუვარდა.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების, რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის განცხადებას მე შევახსენებ აბსოლუტურად ყველას 2018 წლის ზაფხულის საჭადრაკო ოლიმპიადას, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მითითებებს რუსეთიდან ღებულობდა, თორნიკე რიჟვაძემ რუსეთიდან დელეგაციის მოჭადრაკეებს გადასცა საქართველოს რუკა. ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი და ცალსახად იმ პოზიციის გამოხატვდა, რა პოზიციაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გააჩნია. სხვა პოზიცია არც თორნიკე რიჟვაძეს და არც ერთ სხვა ხელისუფლების წევრს არ გააჩნია. ეს არის ცალსახა და არ სჭირდება რაიმე განმარტების გაკეთება. ატეხილი აჟიოტაჟი არის თითიდან გამოწოვილი და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ოპოზიცია იყენებს ყველა მეთოდს და ყველა საბაბს მიუხედავად ამ დაძაბული სიტუაციისა, რაც არის მთელ მსოფლიოში. მათ აქვთ სურვილი, რომ ქვეყნის შიგნიდან არიონ სიტუაცია და ეს მდგომარეობა გამოიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვების შესასრულებლად. ყველა გამოსვლაში, ეს იქნება უმაღლესი საბჭოს სხდომა თუ ეს იქნება მთავრობის სხდომა, თუ ნებისმიერი ინტერვიუ თქვენთან, ყველგან ვაფიქსირებთ - ომი დაიწყო რუსეთმა, აგრესორია რუსეთი, შეიჭრა ოკუპაციის მიზნით უკრაინაში, ეს ცალსახაა და ამას აღიარებს თვით რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. ბატონ თორნიკე რიჟვაძეს უამრავჯერ აქვს გაკეთებული აღნიშნული განცხადება, როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე სხვა ტიპის გამოსვლებში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი შეკითხვა რომელიც არის დასმული არა პროვოკაციული მიზნით, პასუხი იქნება ცალსახა - ომი დაიწყო რუსეთმა“ - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
16-11-2024
16-11-2024