გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის" და ჩვენი ამ თანადგომით, გვინდა უკრაინის თითოეულ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ მათ გვერდით ვართ

10-03-2022

„ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის". როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავაგზავნეთ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული სხვადასხვა პროდუქცია, ჯამში 40 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება. დღეს კი გარვეული პროდუქცია მივაწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილი, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ქართული პროდუქციის გადაცემისას განაცხადა.


მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში, სასტუმრო „იბისში" მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით სასტუმრო „იბისში" უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 23 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს უკრაინაში დაწყებული ომის გამო. ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაფინანსებით 300-მდე უკრაინელი ტურისტია განთავსებული.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებისა და სხვა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია ამ ეტაპზე უკრაინის 90 მოქალაქეს გადაეცა.
„ჩვენი ამ თანადგომით, გვინდა უკრაინის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ ქართველები მათ გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მათ ქვეყანაში ომი მალე დასრულდება", - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930