17-06-2018
პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას ამერიკის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის ვიცე-პრეზიდენტი მარკ ლევინი დადებითად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრემიერის დანიშვნით სახელმწიფო და ხელისუფლება განვითარების გზას განაგრძნობენ.
„ახალი პრემიერის დანიშვნით, რომელიც როგორც ჩანს ახალგაზრდა, ენერგიული, შესანიშნავი პიროვნებაა, ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება განვითარების გზას განაგრძნობენ. ვიმედოვნებ, რომ ახალი პრემიერის პროგრამა და გეგმები დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელს შეუწყობს ეკონოიკურ რეფორმებს და ინოვაციების დანერგვას“ - აცხადებს მარკ ლევინი.