11-03-2022
პრემიერ-მინისტრისგა დაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
ჰუმანიტარულ აქციას ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, საჯარო მოხელეები, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორიც აქტიურად იყო ჩართული.
უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით მერიის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოიყო, რითაც არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური მოვლის საშუალებები, ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და მედიკამენტები იქნა შეძენილი. გარდა ამისა, ახალციხის სამხატვრო სკოლაში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოქალაქეების მიერ მოტანილი საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და თბილი ტანსაცმელი დახარისხდა.
პროცესში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ახალციხის გარდა, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იყო ჩართული, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
16-11-2024
16-11-2024