გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მორიგი მნიშვნელოვანი წარმატებაა, დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს ოკუპაციას

11-03-2022

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მოსალოცი ამბავია, ვინაიდან დოკუმენტში ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


მისი შეფასებით, ჰააგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი წარმატებაა.


„გასული წლის 21 იანვარს, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინაც ითქვა, რომ ეს იქნება საქართველოსთვის ბევრი წარმატების დასაწყისი ანტისაოკუპაციო მიმართულებით, სამართლებრივ ჭრილში. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკურად ებმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.


საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლება გახლავთ ოკუპაცია, სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს ცალსახად საქართველოსთვის მოსალოცი ამბავია, ვინაიდან დოკუმენტში ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930