11-03-2022
,,დავით უსუფაშვილი მთავრობას ამუნათებს და ომის დაწყებისკენ მოუწოდებს - მაშინ როცა საკუთარ შვილებს პირდაპირ ეუბნება - "შენ ჩემო შვილო არ დაიბადე და არ გაგაჩინეთ იმისთვის რომ სამშობლოს ღირსეულად შეეწირო" - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას.
როგორც მეგრელიშვილი წერს - ღმერთმა დაგვიფაროს განმეორებითი ომისგან, მაგრამ მხოლოდ სხვისი შვილების სისხლით მოგებული ომით გამარჯვება არასოდეს იქნება თქვენი შვილების გამარჯვება.
,,დავით უსუფაშვილი მთავრობას ამუნათებს და ომის დაწყებისკენ მოუწოდებს - მაშინ როცა საკუთარ შვილებს პირდაპირ ეუბნება - "შენ ჩემო შვილო არ დაიბადე და არ გაგაჩინეთ იმისთვის რომ სამშობლოს ღირსეულად შეეწირო". სხვისი შვილებით წაგებული ომი 2008 ში რუსეთ - საქართველოს არათანასწორ ომში უკვე გამოცადა ქართულმა სახელმწიფომ და უამრავმა ოჯახმა რომელიც საკუთარ შვილებს თქვენგან განსხვავებით პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიდა.
2008 წლის ომში რომელშიც ბატონო დავით შესაბამისი ასაკისა და მომზადების პირობებშიც კი როგორც ჩანს თქვენი შვილი/ ები არ მიიღებდნენ მონაწილეობას მივიღეთ სულ მცირე 158,000 იძულებით გადასახლებული მოქალაქე, 1964 ჯარისკაცზე მეტი დაჭრილი და უამრავი მოკლული. ამ ფონზე ამ საკითხზე ანტისახელმწიფოებრივია დღეს თქვენი ხელისუფლებისადმი რიტორიკა. ღმერთმა დაგვიფაროს განმეორებითი ომისგან, მაგრამ მხოლოდ სხვისი შვილების სისხლით მოგებული ომით გამარჯვება არასოდეს იქნება თქვენი შვილების გამარჯვება" - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024