11-03-2022
ნუ გგონიათ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს და კიდევ, პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა... ბატონი უსუფაშვილი 2008 წლის შემდეგ სააკაშვილის მთავრობას იმას ედავებოდა, როგორ ვერ გათვალა ხელისუფლებამ და წამოეგო რუსულ პროვოკაციას...ოცნების მთავრობაში იყო და დაბალანსებულ პოლიტიკას ემხრობოდა მმართველ გუნდთან ერთად... და ახლა რამე შეიცვალა? - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დავით უსუფაშვილის „ინტერპრესნიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე.
„გვარამიას ტელევიზიის ჟურნალისტმა, რომელსაც ეგონა ოფიციალური თეთრი სახლის პროვოცირებას მოახდენდა ომის თემით და ამერიკა საქართველოს გააკრიტიკებდა მიიღო პასუხად: " ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს". ფაქტობრივად ბატონმა პრაისმა გასცა ყველა სპეკულაციას პასუხი, თუ რატომაა საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკა სწორი. გვარამია და ნაც-მოძრაობა რაც არის ყველამ კარგად იცის, თუმცა მე იმ პოლიტიკოსების გამკვირვებია, რომლებიც ძალაუნებურად გვარამიას "ნარატივს" მიყვებიან... ბატონი უსუფაშვილი 2008 წლის შემდეგ სააკაშვილის მთავრობას იმას ედავებოდა, როგორ ვერ გათვალა ხელისუფლებამ და წამოეგო რუსულ პროვოკაციას...ოცნების მთავრობაში იყო და დაბალანსებულ პოლიტიკას ემხრობოდა მმართველ გუნდთან ერთად... და ახლა რამე შეიცვალა? ანუ ოპოზიციაში, რომ გადადიხარ პრინციპული ზღვარი იშლება და ყველაფერი მოსულა პოლიტიკური ქულებისთვის? ნუ გგონიათ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს და კიდევ, პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024