გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: კოლექტიურო ნაცებო თქვენი საბოტაჟის, ღალატის, ომის პროვოცირების, ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების მიუხედავად - ხელისუფლებას კბილებით უჭირავს დღევანდელი სტაბილურობა და ხვალინდელი გადარჩენის პერსპექტივები

11-03-2022

„შიდა მავნებლების ასეთი რაოდენობა დღეს არ გააჩნია არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას! თურქეთი უკვე შეუდგა წლევანდელი ტურისტული სეზონიდან კუშის მოხსნას - 10 მილიონ რუს დამსვენებელს ელოდებიან თავის კურორტებზე. პიარული თავდაპირველი სასანქციო პერფორმანსების შემდეგ - რუსეთის ბაზარს უბრუნდებიან მსოფლიოს უცნობილესი ბიზნეს/ბრენდები. ნავთობისა და გაზის "არარუსული" მიმწოდებლები კალკულატორებით ხელში თავის მომავალ კოლოსალურ მოგებას ანგარიშობენ ევროპის გათავისუფლებულ ბაზრებზე შესვლის შემთხვევაში. კი ბატონო, თქვენივე მერაბიშვილის ოქროს პრინციპით - ფულს სუნი არა აქვს“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, დღეს უამრავი გარე და შიდა მტრის გარემოცვაში მყოფ საქართველოს ხელისუფლებას, ერთმანეთის მიყოლებით უწევს ორი უდიდესი კატასტროფის თავიდან აცილება და ამ ბრძოლაში ნახევარი მილიონი საკუთარი მოსახლეობა უწევს ყოველდღიურ გაშმაგებულ წინააღმდეგობას და რომ არა ტოტალური მავნებლობა, ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა რეგიონში. „ჯერ მინდოდა ნაცები მომეთაგა, მაგრამ დღეს გასაკეთებელ უაზრო საქმეების ჩემი ნუსხიდან - ერთი გამოვაკელი.


"როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ვიტყვი, რომ ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც ეს საქართველოს ესმის. ქვეყანა, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრა. მე მხოლოდ წარმომიდგენია, რომ ბევრი ქართველი - ბევრი ქართველი მთავრობაში და ასევე უბრალო მოქალაქეები - სოლიდარულები არიან უკრაინაში თავიანთი კოლეგების მიმართ,“- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. დღეს უამრავი გარე და შიდა მტრის გარემოცვაში მყოფ საქართველოს ხელისუფლებას, ერთმანეთის მიყოლებით უწევს ორი უდიდესი კატასტროფის თავიდან აცილება - პანდემიისა და საომარი აგრესიის პერსპექტივების. და მას ამ ბრძოლაში, მინიმუმ ნახევარი მილიონი საკუთარი მოსახლეობა უწევს ყოველდღიურ გაშმაგებულ წინააღმდეგობას. ამ მოსახლეობას ნედ პრაისის შეფასება არ ეხება. მცნება "ფსევდო" რომ აითვისეს ყველა საკუთარ იპოსტასში - ლიბერალი, პატრიოტი, ქართველი - ელემენტარული ანალიტიკური აზროვნების უნარი რომ არც გააჩნიათ და არც სურვილი უჩნდებათ ეს თვისება განავითარონ, თუნდაც საკუთარ ერთუჯრედიან დონეზე! შიდა მავნებლების ასეთი რაოდენობა დღეს არ გააჩნია არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას! თურქეთი უკვე შეუდგა წლევანდელი ტურისტული სეზონიდან კუშის მოხსნას - 10 მილიონ რუს დამსვენებელს ელოდებიან თავის კურორტებზე. პიარული თავდაპირველი სასანქციო პერფორმანსების შემდეგ - რუსეთის ბაზარს უბრუნდებიან მსოფლიოს უცნობილესი ბიზნეს/ბრენდები. ნავთობისა და გაზის "არარუსული" მიმწოდებლები კალკულატორებით ხელში თავის მომავალ კოლოსალურ მოგებას ანგარიშობენ ევროპის გათავისუფლებულ ბაზრებზე შესვლის შემთხვევაში. კი ბატონო, თქვენივე მერაბიშვილის ოქროს პრინციპით - ფულს სუნი არა აქვს. დღეს, თქვენი, კოლექტიურო ნაცებო - საბოტაჟის, ღალატის, ომის პროვოცირების, ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების მიუხედავად - ხელისუფლებას კბილებით უჭირავს დღევანდელი სტაბილურობა და ხვალინდელი გადარჩენის პერსპექტივები. დღეს - რომ არა თქვენი ტოტალური მავნებლობა, ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა რეგიონში. უბრალოდ მინდა - რომ ეს იცოდეთ. და ასევე ისიც იცოდეთ - შანსი არა გაქვთ, გამორიცხულია!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031