11-03-2022
აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.აჭარაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად იმყოფებოდა.
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი უკრაინის დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების დასახმარებლად.
პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სამედიცინო ნივთებს, მედიკამენტებს, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მოქალაქეები.
16-11-2024
16-11-2024