11-03-2022
საქართველოს პროკურატურამ სოფელ ნორიოში მომხდარი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნორიოში, დ.ყ.-მ, მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან ზ.ქ.-ს, ი.შ.-ს და ვ.ქ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მიღებული დაზიანებით ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ქ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, მისი გადარჩენა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დ.ყ. 10 მარტს დაბა სურამში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
16-11-2024
16-11-2024