11-03-2022
„გახსოვთ ალბათ მისი უკვდავი დარიგება ახალგაზრდობას: "მე ჩემს შვილებს არ ვეუბნები, რომ იმისთვის გაგაჩინეთ და გაგზარდეთ, რომ თქვენს სამშობლოს გმირულად უნდა შეეწიროთ. ანუ შინდისის გმირების თუ ანწუხელიძის მშობლებმა "არასწორედ" გაზარდეს თავისი შვილები? მათ არ უნდოდათ საკუთარი შვილები - ბედნიერი და თავისუფალი ყოფილიყვნენ? მათ ხომ უსუფაშვილის შვილების ბედნიერებას და თავისუფლებას შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, იმიტომ რომ "არასწორი" მიმართულება მიიღეს მშობლებისაგან - თავები შეეწირათ სამშობლოსათვის?!“-ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას.
მისი თქმით რა ნამუსით ლაპარაკობს ეს მოღალატე მოქმედ ხელისუფლებაზე, რომელიც თავისი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით მაქსიმალურად ცდილობს, დეზერტირი უსუფაშვილებისა და სამშობლოს დაცვაზე უარის მთქმელი სექტანტების პირობებში ქვეყანას ომი აარიდოს.
„ნამუსგარეცხილ პოლიტიკოსების სიაში, დავით უსუფაშვილს საპატიო ადგილი უკავია. მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, თუ რა რჩევებს იღებდა იგი საკუთარ ოჯახში 1989 წლის 9 აპრილს, შეკითხვაზე: "რა ხდება და მე როგორ უნდა მოვიქცე?". პასუხად მიიღებდა - "რა და... საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში უნდა შეხვიდე, მა რა უნდა ქნა?". დამჯერი შვილის შთაბეჭდილებას ტოვებს უსუფაშვილი - ადგა და შევიდა. მერე უკვე მზრუნველი მამის ამპლუაც მოირგო ჩემი და თქვენი შვილების ხარჯზე. გახსოვთ ალბათ მისი უკვდავი დარიგება ახალგაზრდობას: "მე ჩემს შვილებს არ ვეუბნები, რომ იმისთვის გაგაჩინეთ და გაგზარდეთ, რომ თქვენს სამშობლოს გმირულად უნდა შეეწიროთ. მე ამას არ ვეუბნები შვილებს, მე ვეუბნები - თქვენ იმისთვის დაიბადეთ, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი". ანუ შინდისის გმირების თუ ანწუხელიძის მშობლებმა "არასწორედ" გაზარდეს თავისი შვილები? მათ არ უნდოდათ საკუთარი შვილები - ბედნიერი და თავისუფალი ყოფილიყვნენ? მათ ხომ უსუფაშვილის შვილების ბედნიერებას და თავისუფლებას შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, იმიტომ რომ "არასწორი" მიმართულება მიიღეს მშობლებისაგან - თავები შეეწირათ სამშობლოსათვის?! რა ნამუსით ლაპარაკობს ეს მოღალატე, მედროვე და "უსქესო პოლიტიკოსი" მოქმედ ხელისუფლებაზე, რომელიც თავისი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით მაქსიმალურად ცდილობს, დეზერტირი უსუფაშვილებისა და სამშობლოს დაცვაზე უარის მთქმელი სექტანტების პირობებში ქვეყანას ომი აარიდოს - "ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა - სანამ შეუბერავენ, მანამდე წაქცეულები არიან, "ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი დარჩებაო", მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მთავრობა მყავდეს, რომელიც იტყვის: "ჩვენ ვიბრძოლებთ". თან უნდა ნახოთ, ეს ეროვნება და სამშობლო/გამოშიგნული "მეომარი" რა ემოციური პათოსის ფონზე აგზავნის ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მისნაირებისაგან გადარჩენილ გენოფონდს - რუსული ტანკის ქვეშ ჩასაწოლად, თითქოს ამას აქამდე არ აკეთებდა ქართველი გმირი, როდესაც ქვეყნის მოღალატეები საკუთარ ნაშიერებს მართლაც რომ ჩირგვებში მალავდნენ! P.S.: შეადარეთ ეს ორი ვიდეორგოლი ერთმანეთს“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024