გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: წლების განმავლობაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით აბრალებდნენ იმის თქმას სხვას, რაც თვითონ არა სიტყვით, არამედ საქმით ჰქონდათ გაკეთებული

12-03-2022

საბედნიეროდ, რუსული ნარატივი არც სტრასბურგისა და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საქართველოს ინტერესები დაგვეცვა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში წერს.


იგი აღნიშნული პოსტით ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.


„საკუთარი ქვეყნის ღალატში დოკუმენტურად მხილებული მეხუთე კოლონა!..ისტერიული თავისმართლება ბოლო ორი დღის განმავლობაში N1633 რეზოლუციაზე!..მხოლოდ ფაქტები: რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებულია 2008 წლის 7 აგვისტო.


მე-5 პუნქტში წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“...
მე-6 პუნქტში რუსების მიერ წარმოებული ომი საპასუხო შეტევად არის მოხსენიებული.


რა თქმა უნდა, რეზოლუციაში ბევრი ისეთი საჩვენო პუნქტია, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ძალიან არ მოეწონათ, ამიტომაც მათ საერთოდ დატოვეს დარბაზი, ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებმა კი პირიქით, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები უცვლელად რჩებოდა რეზოლუციაში.


უაღრესად მნიშვნელოვანი დეტალი:ხმების რაოდენობა რეზოლუციას ისედაც ჰყოფნიდა, ქართული დელეგაციის წევრების მხარდაჭერის გარეშე!
ეს იყო საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება (!), დაბრალება (!), რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის „არტილერიითა და კასეტური ბომბებით“ დაბომბვით დაიწყო „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“.


მეოთხე პუნქტს, სადაც ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოა მითითებული, თავისმართლებისას შეგნებულად არ ახსენებენ, რადგან მომდევნო პუნქტშივეა „აღწერილი“, რა მოხდა 7 აგვისტოს, რაც რეალობის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედიოდა.


თითქმის, 10 წლის განმავლობაში საქართველოში პრაქტიკულად არავინ იცოდა რეზოლუციისა და მისი ამ ჩანაწერის შესახებ, მას საგულდაგულოდ მალავდნენ. როდესაც ფაქტი გამოაშკარავდა, რეზოლუციისთვის ხმის მიცემას თავიდან კომპრომისი დაარქვეს, ხანგრძლივი უპასუხობისა და დუმილის შემდეგ კი ამბობენ, რომ ომის დაწყების შესახებ არსად წერია, - თუმცა რეზოლუციის ტექსტი საჯაროა!


P.S. წლების განმავლობაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით აბრალებდნენ იმის თქმას სხვას, რაც თვითონ არა სიტყვით, არამედ საქმით ჰქონდათ გაკეთებული: მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე მხარდაჭერით დააბრალეს ომის დაწყება საქართველოს.


საბედნიეროდ, იგივე (რუსული) ნარატივი არც სტრასბურგისა და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაგვეცვა და სამართლებრივ დავებში საქართველო ყველგან იმარჯვებს!
ლუსტრაცია გრძელდება!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930