გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძის განცხადებით, "კონსტიტუციის დარღვევა" გამოდის, თუკი პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტები მთავრობის დასტურის გარეშე განახორციელა, რაშიც "გაერკვევიან"

14-03-2022

ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას ევროპაში ვიზიტებზე უარი უთხრეს, მაგრამ პირადი კონტაქტების გამოყენებით, სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად შეცვალა და უცხოეთის რამდენიმე ქალაქს მაინც ეწვია.


კითხვაზე, ტყუილში ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს, კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სავარაუდოდ, მართალი თქვა.


„პირიქით, თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ“, - განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე. "თუმცა საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა - პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვები გაუგებარია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930