14-03-2022
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (54.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 778.9 მლნ. აშშ დოლარი (47.0 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა.
16-11-2024
16-11-2024