გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს

14-03-2022

„მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.„მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.
 
მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ერთიანობისკენ მოწოდება კარგია, თუმცა, ამას აქვს სკეპტიკური მხარეც.
 
„ერთიანობის და ერთობის მოწოდება კარგია, თუმცა, ამას აქვს საკმაოდ სკეპტიკური მხარეც, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ვხედავთ. თქვენი გამოსვლის შემდეგ, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ? აღარ დასვამენ უკიდურესად დამაზიანებელ შეკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წინაშე? აღარ გამოვა მათი ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც დღეს დარბაზში საერთოდ არ იმყოფება და აღარ იტყვის ისეთ რაღაცას, რაც გაუგონარია და არ შეიძლება, ადამიანმა, რომც გაიფიქრო, რომ თქვა შენი ქვეყნის და შენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ საქართველო უკრაინაში ადამიანების მკვლელობას უწყობს ხელს და შავ ხვრელებს ეძებს პუტინის დასახმარებლად? ამას აღარ იკადრებენ? ამისი რაიმე სახის, თუნდაც, ერთ პროცენტიანი გარანტია გვაქვს? არ გვაქვს, სამწუხაროდ. 


გაგვაკრიტიკეთ იმის გამო, რომ რაღაც ტერმინებს ვიყენებთ, თუმცა, თქვენვე ბრძანეთ მათი მისამართით ასეთი ფრაზა: „თქვენ ჩადიხართ და ძირს უთხრით". ამას, ამავდროულად, შეფასება ჭირდება. თუ ეს არ არის ღალატი და საკუთარი ქვეყნის მტრობა, მაშინ რა დავარქვათ იმას, რომ ისინი მართლაც  ჩადიან და ძირს უთხრიან საქართველოს? ეს არ არის სწორი საქციელი. თუ დღეს ვინმეს და ამ წუთებიდან თავს ზემოთ ძალა აღმოაჩნდება საიმისოდ, რო ამას აღარ გააგრძელებენ, არც ჩვენ ვუპასუხებთ, ან რას ვუპასუხოთ, რაც არ იქნება. თუ ამას ისინი შეძლებენ და გააკეთებენ, ჩვენ თქვენ მოწოდებას, ბუნებრივია, მხარს დავუჭერთ. მაგრამ ამის მოლოდინი არ გვაქვს. ახლაც კი, როდესაც გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ჩემი აზრით, ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა. ეს სიტყვა „გაუფრთხილებლობა" გამოტოვეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებმა და თითქოს ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ მობრძანდით უკრაინის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ამას აკეთებენ ახლა, როცა თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ერთობისკენ, ამას კადრულობენ ახლაც, როდესაც ჩვენ ვისმენთ სიტყვებს  ამ დარბაზში: „უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ჩნდება ახალი შანსი". ამ სიტყვებს ვისმენთ ჩვენი კოლეგებისგან და თუ ამას არ იკადრებენ, ჩვენ არავისთან საჩხუბარი არ გვაქვს. ჩვენ იმიტომ ვართ ხანდახან იძულებულები და გვიწევს პასუხების გაცემა, რომ უკადრებელის კადრებას ვხედავთ მეორე მხრიდან, როდესაც საქართველომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე. დღეს არის ეს ბეწვის ხიდი, როდესაც საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას და ამავდროულად, ეს ქვეყანა და ხალხი უნდა ააშოროს კატასტროფას და დიდ უბედურებას, რასაც ომი ქვია",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 
მისივე თქმით,  საქართველოს და უკრაინას მშვიდობა სჭირდებათ და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
 
„საქართველომ ომი გამოსცადა და ოკუპირებულ ქვეყანას ამუნათებენ სანქციებზე, რომელი სანქციებიც ამ ქვეყანას უფრო კი არ დააზიანებს, არამედ მხოლოდ ამ ქვეყანას დააზიანებს და არა იმას, ვისაც, პოტენციურად, შეიძლება, სანქციები დავუწესოთ. ეს იციან კარგად, მაგრამ მაინც ამუნათებენ. ამასაც კადრულობენ, ოღონდ თავისი ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რა შემთხვევაშიც ჩვენ გვიჭირს იმ კარგი მოწოდების გაზიარება, რომ უნდა ვიყოთ ერთიანები. ჩვენ ერთიანები ვართ, ვიქნებით, ჩვენ არაფერი გვაქვს საპრეტენზიო არცერთ მოქალაქესთან, მათ გულმხურვალე მხარდამჭერებთანაც კი, მაგრამ მათი საქციელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რაც ასე სიტყვებით ყველა ქართველისთვის შეიძლება მისაღები იყოს.
 
ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, უკრაინას სჭირდება მშვიდობა, მათ ხალხს სჭირდება სოლიდარობა და ამ მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გამოვიდეთ და გამოვდივართ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ავაცილოთ როგორც ეკონომიკურ კოლაფსს, ავაცილოთ ომს და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, იყვნენ მშვიდად და გვენდონ, იმიტომ რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩვენ გვენდობა. არჩევნების შედეგებში ეს ასახულია და ყველა ფიქრობს, ვინც კი ობიექტურად ფიქრობს ამ თემაზე, რომ ჩვენ ამ ნდობას, იმ პოლიტიკაში, რასაც ვაწარმოებთ, ვიმსახურებთ.


მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს",- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930