გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ომის გამოცდილება, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ არ შეიძლება მოეპყრო საკუთარ ქვეყანას, აგვისტოს ომის შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება

14-03-2022

ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ომის გამოცდილება, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ არ შეიძლება მოეპყრო საკუთარ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ დაიპყრო და როგორ მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების რუსეთმა - ოკუპანტმა ქვეყანამ, როგორ დაერქვა კოდორს აფხაზეთი, როგორ სიტყვა ყოფილის დამატებით, მაგრამ მაინც დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და როგორ დაადგინეს მისი საზღვრები, აგვისტოს ომის შემდგე როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება - განაცხადა „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო, ყოველთვის, ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილების შემდეგ და ეს მხოლოდ მისასალმებელია.


„რა შეიძლება დავარქვათ იმას რაც დღეს ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ღია აგრესია ომი უკრაინაში მისი ოკუპაციური ზრახვები და საინფორმაციო ჰიბრიდული ომი საქართველოში და საქართველოზე. ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ომის გამოცდილება, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ არ შეიძლება მოეპყრო საკუთარ ქვეყანას.


ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ დაიპყრო და როგორ მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების რუსეთმა - ოკუპანტმა ქვეყანამ. როგორ დაერქვა კოდორს აფხაზეთი, როგორ სიტყვა ყოფილის დამატებით, მაგრამ მაინც დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და როგორ დაადგინეს მისი საზღვრები. აგვისტოს ომის შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება, თუმცა ტყუილი, და ამ დღეებში ბევრი საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება, კომენტარი არ გავაკეთოთ, როგორ დააბრალეს, დაადანაშაულეს საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში. როგორ მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსულ კომპანიებს და როგორ აკეთებენ დრეს ქსენოფობიურ კამპანიას, როგორ ქმნიან და ბინების მიქირავებაზე და ტურისტების ჩამოსვლა არ ჩამოსვლაზე ლაპარაკობენ და ამით უტრირებენ. როგორ დააწესეს მათ, უვიზო რეჟიმი რუსეთთან ნაწილობრივ 2010 წელს, სრულად 2012 წლის თებერვალში, როგორ დამალეს ისკანდერის ნაწილები და არაფერი გააკეთეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად რისი გაკეთებაც ჩვენ მოგვიწია და ძალიან კარგი, რომ ეს ასე მოხდა და რა შედეგი მივიღეთ ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, ეს არავის აღუნიშნავს დღეს სამწუხაროდ ამ ტრიბუნიდან, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კიდევ ერთი გამარჯვება სამართლებრივ სივრცეში, საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილების შემდეგ და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და 2012 წლის შემდეგ რა ხდება ამ ქვეყანაში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930