15-03-2022
თიბისი IT აკადემიაში Test Automation, Android, IOS, DevOps დაOutsystems- ის კურსებზე სტუდენტებისონლაინ რეგისტრაცია დაიწყო. მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.
კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია და ის 2-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ.
კურსებს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის ITDevelopment-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა.
კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირებისდა გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.
კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირებაშესაძლებელია შემდეგ ბმულზე: IT | TBC x Academy (tbcacademy.ge)
თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმებაა. ვფიქრობთ, საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ექნებათ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის”, - ზურაბ პერტაია, IT აკადემიის ლიდერი.
საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიისმიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
2019 წლიდან დღემდე, თიბისი IT აკადემიაში უკვე 600-ზე მეტმაახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, წარმატებული 200 სტუდენტი კი თიბისი ჯგუფში დასაქმდა.
16-11-2024
16-11-2024