გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ზურაბიშვილზე: გუშინდელი გამოსვლით მან აშკარად გადაკვეთა "წითელი ხაზები" მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში

15-03-2022

,,ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილის "მარგველიზაცია" ვიხილო.’’ - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.


როგორც ანჯაფარიძე წერს, მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს.


"ქართულმა ოცნებამ" საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო მის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისათვის. აღარ ჩამოვთვლი დეტალებს. თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაცას აპირებს და თვლის რომ კარების ხმაურით გამოჯახუნება ამის საუკეთესო საშუალებაა, ის ძალიან ცდება. ეს არ ჯდება ევროპულ პოლიტიკურ კულტურაში. გუშინდელი გამოსვლით, სადაც მან აშკარად გადაკვეთა "წითელი ხაზები" მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში.


სავსებით გასაგებია, რომ ეს რეაგირების გარეშე არ და ვერ დარჩებოდა და ამიტომაც ნურავის გააკვირვებს განცხადების ხისტი ტონი. ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილის "მარგველიზაცია" ვიხილო. მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს’’ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930