გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება

18-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილების შედეგად სამინისტროთა რაოდენობა არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება.

ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამა განსახილველად პარლამენტში დღეს შევა.

"უახლოეს დღეებში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.
ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, ეს რეფორმა, რომელიც სამთვარობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდ განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც გარკვეულ დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადაში ვერ ესწრება.
შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კოსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურა -განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენალურ სხდომაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რადგან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი 2 დღის განმავლობაში შედარებით მოკლე ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე წარდგებიან ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.
აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულადაა მზად და იგი განსახილველად დღეს პარლამენტში შევა. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსი შედგება"- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031