გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი: საქართველოში სურსათის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს

15-03-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


„დღეისათვის, საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტიარ არსებობს. რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, აუცილებელია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს. ამისთვის, მაქსიმალურადკოორდინირებულადვმუშაობთ კერძო სექტორთან - იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთალტერნატიული ბაზრების მოძიებაში, პროდუქციის იმპორტის შეუფერხებელგანხორციელებასა და მარაგების უწყვეტშევსებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,ბოლო დღეების განმავლობაში, კლიმატური პირობების გამო, გარკვეული რეგიონებისსავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების მხრივ შეფერხება დაფიქსირდა, თუმცა, უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი სრულად მოგვარდება. საავტომობილო გზებზე, უამინდობის გამო შექმნილი ვითარების გამოსწორების შემდგომ, ქვეყანაში შემოვა პირველადი საჭიროების სხვადასხვა პროდუქციის (ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ცხიმები და ა.შ) მორიგი პარტია.


სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები,ქვეყნის მასშტაბით, სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსებისმუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930