16-03-2022
,,დღეს რაიმე სახით სანქციებთან მიერთება ყოველგვარ გონიერებას მოკლებულია. სანქციების დაწესება, რომელიც საქართველოსთვის უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ადრესატი ქვეყნისთვის, არა პოლიტიკა, არამედ მაზოხიზმია. ამ ეტაპზე, ერთადერთი სწორი გზა დაბალანსებული პოლიტიკის გატარებაა, ხოლო სხვა ემოციური ნაბიჯები კეკლუცობაა და მეტი არაფერი’’ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
როგორც გვიდიანი წერს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველომ საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯებით უნდა დაადასტუროს ევროპის მიმართ ერთგულება, მიუღებელი დამოკიდებულებაა.
,,დღეს რაიმე სახით სანქციებთან მიერთება ყოველგვარ გონიერებას მოკლებულია. სანქციების დაწესება, რომელიც საქართველოსთვის უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ადრესატი ქვეყნისთვის, არა პოლიტიკა, არამედ მაზოხიზმია. ამ ეტაპზე, ერთადერთი სწორი გზა დაბალანსებული პოლიტიკის გატარებაა, ხოლო სხვა ემოციური ნაბიჯები კეკლუცობაა და მეტი არაფერი. არავის დაავიწყდეს, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი გადახდილი აქვს - თან არაერთხელ. რუსულ ბოროტებასთან ბრძოლაში არაფერი აგვცდა. ვინ, ვინ და სწორედ საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ერი იმპერიის აგრესიას ებრძოდეს. არც სამოქალაქო ომები აგვცდა, არც ოკუპაცია, არც შეიარაღებული კონფლიქტები და არც რამდენიმე ძმათა სასაფლაო. ამიტომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველომ საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯებით უნდა დაადასტუროს ევროპის მიმართ ერთგულება, მიუღებელი დამოკიდებულებაა’’ - წერს გვიდიანი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024