გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 831 პირი

17-03-2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 888  ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 639 678-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.54%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 50, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031