გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარე ბაისუბნის ხეობა 60 000-მდე კალმახის ქვირითით დათევზიანდა

17-03-2022

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე ბაისუბნის ხეობა  60 000-მდე კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.


მდინარის კალმახის  ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით,  მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება  და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.


სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში მარტივადახდენს ადაპტაციას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.  სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად,  ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ხდება საქართველის წითელი ნუსხის სახეობის აღდგენის მიზნით.ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა წელს, დასავლეთ და აღმოსვლეთ საქართველოს ჯამში  10  მდინარე 300 000-მდე ქვირითით დათევზიანდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930