18-06-2018
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, სადაც ერთმანეთს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე და წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ბონდო ღლონტი დაუპირისპირდნენ. ღლონტმა კირკიტაძეს წარსული შეახსენა და განაცხადა, რომ " დავით კირკიტაძე რომ ჩამოვა და სამართლიანობაზე გვესაუბრება, დაქცეულია მაშინ ქვეყანა" . ღლონტის ამ განცხადებას კირკიტაძის შეკითხვა მოჰყვა-თუ " შეგიძლია ამიხსნა რატომ? და თალაკვაძე ხომ გყავთ აქ უკეთესი?", რაზეც ღლონტმა უპასუხა, -"თქვენ ნამდვილად გჯობიათ". ღლონტის პასუხს კი დავით კირკიტაძის რეპლიკა მოჰყვა- "ხო, იმიტომაც იყო ყოველთვის ჩემი შნირი".
ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან აქცია გრძელდება. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბესო ქათამაძეს და დავით მჟავანაძეს სამართალდამცველები საკრებულოს შენობაში არ უშვებენ.
წყარო "გურიის მოამბე"