17-03-2022
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში სიმშვიდისათვის.
როგორც მან აღნიშნა, დღეს დასმული კითხვებიდან გამომდინარე ჩანს, რომ სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული პრეტენზია ნამდვილად არ არის ოპოზიციის მხრიდანაც კი.
„ამის ფასი მეც ვიც. დაახლოებით 15 წელი ვიცხოვრე შვეიცარიაში და მეგონა, რომ ეს ნეიტრალური ქვეყანაა და ეს ყველაფერი თავისით ხდება, მაგრამ გავარკვიე, რამხელა ძალისხმევა სჭირდება მათ პოლიციელებს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. იქ მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და უსაფრთხოებას და ეს ასეთ ადამიანებზე დგას, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული. მინდა ყველას მიმართ მხარდაჭერა და მადლიერება გამოვხატო.
იმიტომ, რომ სწორად ვერ ვაფასებთ ამას და ნელ-ნელა დინამიკით წინ მიდის. სტატისტიკაც გვაჩვენებს, რომ სწორედ ასეთი მუშაობით ხდება ასეთი უსაფრთხო ცხოვრება რომ გვაქვს. ეს არის უმთავრესი და კიდევ ერთხელ მადლობა და თანადგომა თითოეულ პოლიციელს. გვახსოვდეს, უსაფრთხოება და სიმშვიდე სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ღვაწლია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024