17-03-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.
"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 ლოკაციაზე (თბილისი - 2; თელავი; რუსთავი; გორი; ქუთაისი; ბათუმი; ახალციხე; ფოთი; ზუგდიდი).
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 08 00 00 00 88.
ცენტრი მოხალისეობის პროცესში ჩართულ ან მოხალისეობის მსურველ პირებს (განურჩევლად პროფესიისა), სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგს. ტრენინგი მოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საჭიროებების იდენტიფიცირებას და დახმარების პროცესის მიზნობრივ ორგანიზებას" - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
16-11-2024
16-11-2024