გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე: სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა

17-03-2022

მინდა აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე  განაცხადა.მინდა აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე  განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.


„მე აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი კიდევ ერთხელ, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. რაც ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამწუხაროდ.  უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, ომის შემდეგ,  სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა, სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი მოხდა ომის შემდეგ. შედეგად, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან. ჩვენი მოქალაქეების გატაცება მიმდინარეობს, მათი ციხეებში ჩასმა დროებით. სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის, თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამხელა რისკებს და რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930