გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ფორმულასა" და "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

18-03-2022

ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.


ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას" -აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930