გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტვ ,,ფორმულა"-ს თანამშრომლებისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

18-03-2022

ტელეკომპანია ,,ფორმულა"-ს თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულია ერთი პირი - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.


"გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 მარტს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორები მისულები იყვნენ რესპოდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ფაქტიდან მალევე, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეო ჩანაწერი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.


უმოკლეს დროში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩვენს მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს, გუშინ ზუგდიდში ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" თანამშრომლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტსაც. ამ დროისთვის გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.


ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური" - განაცხადა კაციტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031