გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: გერმანიის კანცლერის განცხადების მერე მაინც დარწმუნდებიან ოპოზიციის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილი, რომ ირაკლი კობახიძე მართალი იყო და ბოდიშს მოიხდიან

18-03-2022

2022 წლის 4 მარტს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ საქართველოში ყველაზე ლიბერალები სინამდვილეში ქსენოფობები და ზოგიერთი მათგანი ფაშისტებიც კი აღმოჩნდნენ, სიძულვილის ენა და ადამიანების ეთნიკური ნიშნით ჩაგვრა უმძიმესი მოვლენა და დანაშაულია - ასე ეხმიანება საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე ოლაფ შოლცის განცხადებას.


„2022 წლის 4 მარტს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ საქართველოში ყველაზე ლიბერალები სინამდვილეში ქსენოფობები და ზოგიერთი მათგანი ფაშისტებიც კი აღმოჩნდნენ, სიძულვილის ენა და ადამიანების ეთნიკური ნიშნით ჩაგვრა უმძიმესი მოვლენა და დანაშაულია. იმედია გერმანიის კანცლერის განცხადების მერე მაინც დარწმუნდებიან ოპოზიციის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილი, რომ ირაკლი კობახიძე მართალი იყო და ბოდიშს მოიხდიან, ასევე კარგად გააცნობიერებენ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები ვართ რომელსაც ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს და 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირის წევრობის კანფიდატის განცხადება გვაქვს შეტანილი“ - წერს ბოჟაძე - facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930