გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: ირაკლი კობახიძემ 2 კვირის წინ ზუსტად იგივე თქვა, ვისაც არ დაგეზარათ ხან რუსეთუმეობა აბრალეთ, ხან მოღალატეობა

18-03-2022

,,ბევრი იყავით აღგზნებული ამ თემაზე. ბევრმა აფრქვიეთ აქ ფსევდო პატრიოტიზმი. ბევრმა მოუთოკავად ანთხიეთ აქ სიძულვილი. ბევრმა ხელგაშლილად ჩამოარიგეთ მოღალატის იარლიყები’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ოლაფ შოლცის განცხადებას.


როგორც გვიდიანი წერს - პრობლემა ის არის, რომ ქართველის ნათქვამი აუცილებლად მცდარია და ევროპელ-ამერიკელის ყველა შემთხვევაში სიმართლე.


,,ბევრი იყავით აღგზნებული ამ თემაზე. ბევრმა აფრქვიეთ აქ ფსევდო პატრიოტიზმი. ბევრმა მოუთოკავად ანთხიეთ აქ სიძულვილი. ბევრმა ხელგაშლილად ჩამოარიგეთ მოღალატის იარლიყები. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემა ის მენტალიტეტია, როცა მაინც და მაინც უცხო სახელის და გვარის ადამიანის მითითებას ველოდებით შავის და თეთრის გასარჩევად. პრობლემაა, როცა ირაკლი კობახიძემ 2 კვირის წინ ზუსტად იგივე თქვა, ვისაც არ დაგეზარათ ხან რუსეთუმეობა აბრალეთ, ხან მოღალატეობა. პრობლემა ის არის, რომ ქართველის ნათქვამი აუცილებლად მცდარია და ევროპელ-ამერიკელის ყველა შემთხვევაში სიმართლე. უბრალოდ გულდასაწყვეტია ჩვენით აზროვნებაზე რომ პრინციპულად უარი გვაქვს ნათქვამი მთელ ერს’’ - წერს გვიდიანი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930