გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: როდესაც კობახიძემ განცხადება გააკეთა რუსი მოქალაქეების რასისტულ დისკრიმინაციაზე ოპოზიციამ ღალატად შერაცხა. ახლა შოლცმა გააკეთა ანალოგიური განცხადება და ეგ როგორ არის? ევროპული სტანდარტია თუ ღალატი?!

18-03-2022

,,შოლცი ჯერ არ შეურაცხავთ მოღალატედ?! როდესაც მოლდოვა, უნგრეთი, ისრაელი, გერმანია, ნიდერლანდები, ა.შ.შ და ა.შ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობენ რუსეთის სანქცირებაზე ჩვეულებრივი მოვლენაა’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას.


 როგორც ქადაგიძე წერს, ოპოზიციას ორმაგი სტანდარტი ღუპავს. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი რადიკალების ელექტორალური მხარდაჭერა ნულს ქვემოთ.


,,შოლცი ჯერ არ შეურაცხავთ მოღალატედ?! რადიკალების ლოგიკა: როდესაც მოლდოვა, უნგრეთი, ისრაელი, გერმანია, ნიდერლანდები, ა.შ.შ და ა.შ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობენ რუსეთის სანქცირებაზე ჩვეულებრივი მოვლენაა... და როდესაც საქართველოს მთავრობა საუბრობს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის სანქცირებაზე მაშინ ღალატია... როდესაც კობახიძემ განცხადება გააკეთა რუსი მოქალაქეების რასისტულ დისკრიმინაციაზე, "საამაყო" ოპოზიციამ ღალატად შერაცხა... ახლა შოლცმა გააკეთა ანალოგიური განცხადება და ეგ როგორ არის? ევროპული სტანდარტია თუ ღალატი?! P.S მოკლედ, ორმაგი სტანდარტები გღუპავთ და მაინც ვერაფერს იგებთ...მაგიტომაა დღევანდელი რადიკალების ელექტორალური მხარდაჭერა ნულს ქვემოთ" - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930