18-03-2022
,,ირაკლი კობახიძემ, ზუსტად ასევე დაგმო ნაცმოძრაობა რუსი მოქალაქეების დისკრიმინაციის გამო. მოღალატის იარლიყი რომ მიაწეპეს, ახლა გვიპასუხონ შოლციც მოღალატეა?‘’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას - რომ მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი.
,,რუსი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მოქმედებები მიუღებელია! ამას ამბობს ადამიანი, რომელიც არის ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გერმანიის კანცლერი. და 4 მარტს სხვა რა თქვა ირაკლი კობახიძემ, ზუსტად ასევე დაგმო ნაცმოძრაობა რუსი მოქალაქეების დისკრიმინაციის გამო. მოღალატის იარლიყი რომ მიაწებეს, ახლა გვიპასუხონ შოლციც მოღალატეა? თუმცა არც მიკვირს ამ დაჯგუფების ნარატივი მშვიდობიანი რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ, თავის მოქალაქეებს რას უშვებდნენ და სხვას დაინდობენ? სწორედ ეს არის "ომის პარტიის" ორმაგი სტანდარტის მაგალითი, რასაც ყველა კარგად ხედავს’’ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024