19-03-2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 382 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 849 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 641 399-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.87%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 596 779-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 643 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 67, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 55, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 951 საიდანაც, 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 408, აჭარაში - 64, იმერეთში - 182. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 230 პირი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 30, იმერეთში - 36. 27 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
16-11-2024
16-11-2024