გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტრო: ავტორიზაციის გარეშე სკოლის გახსნა შეუძლებელია

20-03-2022

იმისათვის, რომ სკოლამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სტატუსი მოიპოვოს მან უნდა მომართოს სამინისტროს და გაიაროს ავტორიზაცია, რაც ბუნებაში არ მომხდარა" - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბათუმში რუსული სკოლის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. 

 

 „იმისათვის, რომ დაწესებულებამ მოიპოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სტატუსი, უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა. ავტორიზაციის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. 

  

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

 

 ქ. ბათუმში რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით არც საავტორიზაციო განაცხადით და ასევე, არც კონსულტაციის თაობაზე არ მოუმართავთ დაინტერესებულ პირებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის" -  განგვიცხადეს სამინისტროში . 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930