გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამიინისტრო: "ტვ პირველის" მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

20-03-2022

ტელეკომპანია „ტვ პირველმა" ერთ-ერთ გადაცემაში გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა - მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.


"ვაცხადებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ღვებალდის და გვალდერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშრობული ოქრო) შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემაზე, 2022 წლის 15 თებერვალს გამართული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ლიცენზია არ გაცემულა.


 შესაბამისად, აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930