19-06-2018
ე.წ. საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
გადატაცებულები - ედნარ მსხალაძე, ლეიმონა დვალიშვილი და მანსურ პეტრენდიშვილი, სოფლების დისევისა და არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი უკვე გადაეცა ქართულ მხარეს, სხვა დაკავებულების საქმეები კი ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაეცა განსახილველად.