გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GORBI: გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში

20-03-2022

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში? პასუხები ასე გადანაწილდა:


ემხრობა გამოკითხულთა 73,3%, არ ემხრობა 24,5 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.


აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთაგან 41%-ს.


კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930