20-03-2022
GORBI-ს კვლევის მიხედვით, მსჯელობას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს რომ არ იცის.
კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა.
საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.
16-11-2024
16-11-2024