20-03-2022
„გორბიმ“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს განაცხადი ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოგწონთ თუ არა ეს გადაწყვეტილება? რესპონდენტთან 87,8%-ს მოსწონს, არ მოსწონს 8,3%-ს და არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს 3,9%.
ასევე, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორია მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია? გამოკითხულთა 31,7% ფიქრობს, რომ ის პროდასავლური ძალაა, 28,8% ამბობს, რომ ნეიტრალური ძალაა და ვითარების შესაბამისად მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, 24,6% ფიქრობს, რომ პრორუსული ძალაა და არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს რესპონდენტთა 14,9%.
კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.
16-11-2024
16-11-2024