გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

21-03-2022

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, მინისტრი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ კამპანიასაც შეუერთდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წელს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული.


„ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.


სამინისტროს მიზანია, ნებისმიერ პირს ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცე შეუქმნას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყოს.


ამ მიმართულებით სამინისტრო „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამას“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. საქართველო წელს მეთერთმეტედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას. 2022 წლის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930