21-03-2022
,,საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ღიად ჩაერთო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კრემლის ეკონომიკურ-პოლიტიკური იზოლაციისათვის დასახულ ღონისძიებებში” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გამოქვეყნებულ გორბის კვლევის შედეგებს.
როგორც ქადაგიძე წერს, ქართული საზოგადოება სწორად აფასებს არსებულ რეალობას.
,,საინტერესოა "გორბის" კვლევა, რომლის მიხედვით საზოგადოების უმეტესობა დადებითად აფასებს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის, ასევე შიდა სიტუაციის სტაბილურობის მხრივ... საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ღიად ჩაერთო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კრემლის ეკონომიკურ-პოლიტიკური იზოლაციისათვის დასახულ ღონისძიებებში. აქედან გამომდინარე ქართული საზოგადოება სწორად აფასებს არსებულ რეალობას” - წერს ქადაგიძე Facebook -ზე.
16-11-2024
16-11-2024