გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გასულ წელს მშპ-ს ზრდის ტემპმა 10,4% შეადგინა

21-03-2022

გასული წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 231.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 22.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.8 პროცენტით განისაზღვრა.


საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (16.6 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.7 პროცენტი), შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი), მშენებლობა (8.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 პროცენტი).


საქსტატის ცნობითვე, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (19.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (43.1 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (28.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (23.5 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.0 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (29.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (33.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (23.9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (13.5 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-21.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-1.4 პროცენტი), განათლება (-2.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-0.9 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930