გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

21-03-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა. 


მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 98 ფიზიკურ პირს ქალაქ რუსთავში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული  საცხოვრებელი ფართები.  მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით გაცემული  სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტს ქვეკომპონენტი ემატება, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული  სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 8%-ის ოდენობით, სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი.  პროექტის ფარგლებში,   ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5 000-დან 100 000 ლარის ჩათვლით.ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს. საფინანსო ინსტიტუტებს შეეძლებათ, სესხები გასცენ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად კიდევ ერთი პროგრამა განხორციელდება.„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების"  სახელმწიფო პროგრამის პირობებით, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს  შემნახველი და სამაცივრე  ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც  გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახად.  500 ტონა  ტევადობის  შემნახველი საწარმოს  თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს, მისი  ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს და არაუმეტეს 450 000 ლარს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930