21-03-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს (სომხეთი) შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანესიანმა. დელეგაციის ვიზიტის დროს საუბარი ასევე შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივი კრედიტების აღიარებას.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-ს მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია, „მსგავსი აკრედიტაციის მიღება სურს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. ერევნის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ამ კუთხით თსუ-ს მიერ განვლილი გზით, რათა სომეხი კოლეგები მოემზადონ ამ და სხვა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის,“-აღნიშნა გიორგ შარვაშიძემ. მისი თქმით, თსუ-სა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა COVID 19-ის პანდემიის დასრულების შემდგომ უფრო აქტიური და მობილური გახდება.
„განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, გამოცდილებისა და რესურსების გაზიარება იყო ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანი.
მთავარია, წავიდეთ წინ და ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მაქსიმალურად,“-განაცხადა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანესიანმა.
ვიზიტის ფარგლებში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია გაეცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, თსუ მედიცინის ფაკულტეტის და რამდენიმე სამედიცინო კლინიკის საქმიანობას.
16-11-2024
16-11-2024