ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თავადაცაა ჩართული კონსულტაციებში, რომელიც მთავრობის განახლებული გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
სერგეენკოს თქმით, მას ყოველთვის ექიმობა სურდა და არა პოლიტიკოსობა.
„განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც სამი კვირაში წარდგება პარლამენტის წინაშე, რა თქმა უნდა, გუნდში არის კონსულტაციები, მე ჩართული ვარ ამ კონსულტაციებში და ღრმად ვაცნობიერებ, რომ საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანია და მათი ინტერესი რელევანტურია, მაგრამ ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვა.
ჩემს სურვილს რაც შეეხება, ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა, ვიდრე პოლიტიკოსობა ისევე როგორც 2012-2013 წელს“- განაცხადა დავით სერგეენკომ.