გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

21-03-2022

დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, თანადგომის აქციით შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტი. 


ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“ერთობლივი ორგანიზებით,  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით - ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს,  ყველა ერთნი ვართ!“ ღონისძიებაზე ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და  ამ მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  იყვნენ მოწვეული. ღონისძიებას, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ,  რომელთა უშუალო თანადგომითა და მხარდაჭერით დღევანდელი დღე   გაულამაზდათ ბენეფიციარებს.ღონისძიება  განსაკუთრებით გაახალისა ზღაპრის გმირების კოსტუმირებულმა წარმოდგენამ.   


სამახსოვრო ფოტოსესიის შემდეგ, ბენეფიციარები ტკბილეულით,  სათამაშოებითა და სახატავი საშუალებებით გაახარეს. საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერებს კი ორგანიზატორებისაგან მადლობის სიგელები გადაეცათ.აქციის  ფარგლებშიახალციხის  სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის თემაზე  შეასრულესნამუშევრები.ღონისძიების მონაწილეებსახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი გიორგი ნათენაძე,  კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და  დეკანოზი ნიკოლოზ (აბრამაშვილი) მიესალმნენ და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვეს.აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია,  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, როგორც   საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ  ჩვენი კეთილგანწყობა, თანადგომა და სიყვარული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930