გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, გულითადად მივულოცო ნოვრუზ ბაირამი

21-03-2022

მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, გულითადად მივულოცო დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა  ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და მუსლიმებს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.


„ნოვრუზ ბაირამი არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მინდა, ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. მინდა, მათ ოჯახებს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულის ცენტრალურ ქუჩაში მოწყობილი ეთნოკუთხე დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.


მთავრობის მეთაურთან ერთად მარნეულში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კომპანია SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, პარლამენტის დეპუტატები - ზაურ დარგალი, სოზარ სუბარი, სავალან მირზოევი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930